გლდანში 35 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. ფორმულას ინფორმაციით, მოკლული გლდანში არ ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში დამნაშავე იდენტიფიცირებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.