შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ღ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, გლდანში, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა - 1991 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში.