გლდანში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფული წაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.