logo
ENG



გლდანში მე, ხოლო სამგორში ლევან ხაბეიშვილი იბრძოლებს მაჟორიტარობისთვის - მელია

19 ივნ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა მელია ადატურებს „ფორმულას“ ინფორმაციას, რომ ის და ლევან ხაბეიშვილი მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ.

ნიკა მელიას თქმით, ის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, ხოლო ლევან ხაბეიშვილი სამგორში იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

ნიკა მელიას თქმით, ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ იქნება კონკრეტულ ოლქში კანდიდატი, არამედ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის დასრულება.

„ასეც იქნება. არა იმიტომ, რომ მე ვარ უებარი - ვფიქრობ, ეს არჩევნები იქნება ისტორიის სწორ და არასწორ მხარეს შორის არჩევანი, მომავალი განვითარება ან მინიმუმ სტაგნაცია, უკან სვლაც. მე ვიბრძოლებ გლდანის რაიონში ოლიგარქიული წყობილების დამარცხებისთვის. წარმოუდგენელია, გყავდეს ოლიგარქი და ქვეყანა იყოს წარმატებული. ქართველ ხალხს აქვს დასკვნა, რომ ეს ადამიანი ვიწრო გარემოცვის იმედადაა და რაში მდგომარეობს იმედი - რომ გამდიდრდეს უფრო მეტად.

"გამარჯვებისთვის იბრძოლებს ლევან ხაბეიშვილიც სამგორის რაიონში. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედიც. ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების წინ მაშინდელ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს არ მოსწონდათ და სამართლიანად დამარცხდა მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ - ახლა ის ხალხი იხილა „ქართულ ოცნებაში“. ყველაფერს თავი დავანებოთ - მხოლოდ ამიტომ წააგებს ოცნება.

"მხარს დავუჭერთ ოპოზიციის საერთო კანდიდატებს, რა თქმა უნდა - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა გამარჯვება მოიპოვონ. ეს არაა ჩვეულებრივი პაექრობა - ესაა ეგზისტენციალური მნიშვნელობის გამოწვევა. განვითარებას სჭირდება ოლიგარქის მოშორება. ოლიგარქია არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. შეუძლებელია ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი ამ კაცის პირობებში", - განაცხადა ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საერთო კანდიდატები წარადგინა. მმართველი პარტიის წინააღმდეგ ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, გიორგი ვაშაძე და შალვა ნათელაშვილი იბრძოლებენ.


close დახურვა