მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიების მოტივით. სროლა იყო გლდანის მეორე მიკროში გუშინ ღამით, მოკლულია 35 წლის კაცი, რომელსაც სავარაუდოდ საქმროს ძმამ ესროლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობის მიყენების შემდეგ, კაცი ადგილიდან მიიმალა, დაჭრილის გადარჩენა კი ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მკვლელობის ბრალდებით კაცი უკვე დაკავებულია - გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია.
გლდანში მომხდარი მკვლელობა, სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდება
15 ივლ 202120:37
3 წუთის საკითხავი