logo
ENG



გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

07 აგვ 202308:48
3 წუთის საკითხავი
 

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

შოვში მომხდარი სტიქიის გამო დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.   


close დახურვა