logo
ENG



გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს

02 აგვ 202220:01
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო პანაშვიდი, საპატიო კორიდორი და სამხედრო პატივით დაკრძალვა, საზოგადოება დღეს გუდაურში მომხდარი კატასტროფისას გარდაცვლილ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს გამოემშვიდობა. სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები თავგანწირული ქმედებისათვის პრეზიდენტმა მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა. სამოქალაქო პანაშვიდზე, სამების ტაძარში მისულ მაღალჩინოსნებს ტრაგედიის მიზეზებზე საუბარი არ სურდათ. გამოძიება დაწყებულია საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით. პასუხგაუცემელია ერთ-ერთი მთავარი კითხვა - რატომ არ ჰქონდა სამაშველო სამსახურს ოპოერაციებისთვის შესაფერისი ვერტმფრენი და აპირებს თუ არა მთავრობა ტრაგედიის შემდეგ მაინც ტექნიკის შეძენას.

 

close დახურვა