logo
ENG



გმირთა მემორიალთან დევნილების აქციაზე 1 ადამიანი დააკავეს

27 სექ 202110:07
3 წუთის საკითხავი
 

გმირთა მემორიალთან დევნილების აქციაზე 1 ადამიანი დააკავეს. 

გმირთა მემორიალთან დევნილების აქციაზე 1 ადამიანი - ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის" ხელმძღვანელი, ირაკლი ტორუა დააკავეს. 

პოლიციასთან დაპირისპირება სწორედ ამ დროს მოხდა. 

დევნილებს აქციის ჩატარება პრემიერმინისტრის მისვლის დროისთვის სურდათ, პოლიციამ კი მათ ამის საშუალება არ მისცა. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ, აფხაზეთის მთავრობაში ჩატარდეს აუდიტი, ამასთან, გაიზარდოს აფხაზეთის ომის ვეტერანების ხელფასი. 

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 28 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების" მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმი.


close დახურვა