„გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ საუბრისას ჟურნალისტი გოგა აფციაური ყვება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის თანამესაკნემ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა მას ექიმის მდგომარეობის შესახებ.
„ის შეგნებულად წავიდა ამაზე, რომ მიექცია საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების ყურადღება. როგორც მისი თანამესაკნე ყვება, ის ამაყი შევიდა საკანში და ამბობდა, რომ უნდა აქ სიტუაციის შეცვლა. მდგომარეობას შეიძლება ამძიმებდეს ის ფაქტიც, რომ ოკუპირებულ რეგიონში მძიმე პოლიტიკური ვითარება აქვს ანატოლი ბიბილოვს, 20 დეპუტატი ითხოვს უნდობლობის გამოცხადებას შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრისა, შიდა დაძაბულობის გამოძახილიცაა ეს მდგომარეობა,“ - ამბობს გოგა აფციაური.
„რადიო თავისუფლებას“ ჟურნალისტი დღეს, ერგნეთში სამუშაო შეხვედრის დროს იმყოფებოდა რეგიონში და მუშაობდა ადგილზე.