logo
ENG



გოგა ჩანადირის ახალი პროექტი საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

20 ოქტ 201919:52
3 წუთის საკითხავი
 
njt4ln32y1d9mnj.png

ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ახალი პროექტი საქართველოში მცხოვრები ებრაელების კულტურის შესახებ გვიყვება. ფოტოებზე აღბეჭდილი კულტურა საგამოფენო სივრცეში ხვალიდან, 21 ოქტომბრიდან მოხვდება ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში. 

ისტორიული ნაგებობებისა და საფლავების გარდა გოგა ჩანადირს ცოცხალი ფოტოგმირებიც ჰყავს. მათ  შორის ვანელი შალიკო პაპა, რომელიც სინაგოგას ვანში  წლების მანძილზე უვლიდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ბოლო პერიოდში ისრაელში დაბრუნდა. 

ისტორიული ებრაული მემკვიდრეობის კვალდაკვალ ებრაულ უბნებსა და სალოცავებში მთელ ზაფხულს იარა  და ფირზე გადაიტანა ყველაფერი, რაც   მნიშვნელოვნად  და ღირებულად ჩათვალა. ამბობს, რომ ასე ეს ახალი ფოტოსერია ისტორიულ კონტექსტსაც გასცდა და სოციალურიც კი გამოვიდა.

ისრაელის სახლის დაკვეთით ფოტოების გადაღებას გოგა ჩანადირი ახლაც განაგრძობს. ფოტოგრაფის მიერ ფირზე აღბეჭდილი სერია კი მოგზაურობას ევროპაში დაიწყებს და მისი კადრების მეშვეობით ევროპელები ნახავენ, როგორ ცხოვრობდნენ ებრაელები და ქართველები ერთ გარემოში საუკუნეების მანძილზე; რა მემკვიდრეობა დატოვეს ამ ქვეყანაში და  რითაა უნიკალური მათი დღეს  ისევ  მოქმედი სალოცავები სოფლებსა და დედაქალაქში. 


close დახურვა