logo
ENG



გოგაშვილი: მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები ჩემი ოჯახის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავენ

27 ივლ 202217:51
3 წუთის საკითხავი
clock 669
გოგაშვილი: მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები ჩემი ოჯახის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმება. ამის შესახებ გოგაშვილი Facebook-ზე წერს.

ის მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ომბუდსმენსა და საელჩოებს, დაიცვან მისი ოჯახის უფლებები.

"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება ჩემი ოჯახიდან დაიწყო, მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები გეგმავენ ჩემი შვილების, ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს. მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, არასამთავროებს, პოლიტიკოსებს, მედიას, დიპლომატიურ კორპუსს - დაიცვან ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი"- წერს გოგაშვილი.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. 

სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში, პროკურატურის განცხადებით, გრიფით საიდუმლო მასალებია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, საქმის არსებითი განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართოს. 

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლს - საუბარია რუსეთის 2 მოქალაქის, კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიას საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული სოსო გოგაშვილი. 

ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ. 

კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლა. 

რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასგოგაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახელზე 13 რეგისტრირებული იარაღია, ხოლო ის 2 დაურეგისტრირებელი იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც ედავებიან, მას ჩაუდეს. 


close დახურვა