logo
ENG



გოგაშვილის ბრალდებები შს მინისტრის წინააღმდეგ

17 აგვ 202219:57
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებასა და გოგაშვილს შორის დაპირისპირება მაჩალიკაშვილის საქმემდე მივიდა. სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ წლების განმავლობაში მის მიმართ არსებულ ბრალდებას ბრალდებითვე უპასუხა. პატიმარმა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობა ვახტანგ გომელაურს დააკისრა. დღეს გოგაშვილის ორი ტექსტი გამოქვეყნდა. სოსო გოგაშვილის მორიგ წერილში დეტალურადაა აღწერილი, ვახტანგ გომელაურსა და მას შორის გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსი. უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ დაძაბული საუბრის დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანიშვილის მუქარა გადასცა ოჯახის ამოწყვეტის შესახებ. დღევანდელი წერილები ორ საკითხს ეხება - გომელაურთან კომუნიკაციასა და მაჩალიკაშვილის საქმეს. 


close დახურვა