logo
ENG



გოგი წულაია საავადმყოფოში გადაიყვანეს

16 სექ 202009:30
3 წუთის საკითხავი
 
vmci8xju0htd8wo.jpg

პარტია თავისუფალი საქართველოს წევრი, გოგი წულაია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფორმულასთან საუბარში შვილმა თქვა, რომ კლინიკაში იგი გულის ტკივილის ჩივილით მიიყვანეს. გოგი წულაია ამჟამად ქუთაისში, კლინიკა LG-ის რეანიმაციულ განყოფილებაშია. 

14 სექტემბერს პარტია თავისუფალმა საქართველომ განცხადება გაავრცელა, რომ მათი თანათავმჯდომარე, გოგი წულაია საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვემო იმერეთის (წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხობი) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდება. 


close დახურვა