logo
ENG



გოგიტიძე:ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან

27 იან 202007:37
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ჩამოსული მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება გრძელდება. თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში სამედიცინო პერსონალი მგზავრებს დისტანციური თერმომეტრებითა და გასაუბრებით ამოწმებს. შემოწმება 25 იანვარს დაიწყო.

სამედიცინო მომსახურების და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის ამირან გოგიტიძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

„მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველო იმყოფება დაბალი რისკის ქვეყნების სიაში. ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რაც გულისხმობს, რომ ჩენ ინფორმაციებსა და რეკომენდაციებს განახლებულ რეჟიმში ვიღებთ“, - აცხადებს გოგიტიძე.

როგორც თბილისის აეროპორტში ტურისტმა საკნინარ პანტამამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩამოსულ მგზავრებს პასპორტის კონტროლამდე სხეულის ტემპერატურას უმოწმებენ.

პასპორტ-კონტროლამდე სხეულის ტემპერატურა შემიმოწმეს. ყველას ასე ამოწმებენ. თუ მაღალი ტემპერატურა არ აქვს და ავად არ არის, შემდეგ უშვებენ საპასპორტო კონტროლზე“, - განაცხადა პანტამამ.

ამ დროისთვის საქართველოში საეჭვო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ჩინეთში აღმოჩენილი ვირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით 60-მდე ადამიანია გარდაცვლილი. 


close დახურვა