ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელს დღეს სიღნაღის პოლიციაში დაკითხავენ. „სამოქალაქო მოძრაობის" ერთ- ერთ ლიდერს, ნინო გოგოლაშვილს, წნორში გამართულ აქციაზე "ოცნების" დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც გოგოლაშვილი განმარტავს, სიღნაღის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ილია ბაიდოშვილმა, მას ხელი დაარტყა და ბანერი დაუხია, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა დეპუტატი ადგილიდან გაარიდეს. წნორში მომხდარი ინციდენტის შესწავლა პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
„იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ხელი დამარტყა, თავში მომიქნია ხელი, მიზანმიმართულად წამოვიდა ბანერი არ დავანებე, უნდა დაეხია, მიზანმიმართულად ჩამარტყა და მიზამნიმართულად დაგვახია ეს ბანერები თავზე. დაგვაკავესო გვითხრეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა გარეთ არის, პოლიციაში ვარ დაბარებული ჩვენ წარვადგენთ ვიდეომტკიცებულებებს და ასევე სახალხო დამცველთანაც გავაკეთებთ განცხადებას რომ შესაბამისი კანონის სიმკაცრით დაისაჯოს“,-განაცხადა ნინო გოგოლაშვილმა.