თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შემთხვევა ღამით მოხდა.
შსს-მ მომხდარზე 1 ადამიანი დააკავა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ქალის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა.