logo
ENG



გოგორიშვილი: ევროპული საქართველოდან არავინ აპირებს წასვლას

11 თებ 202111:34
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი პარტიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიის ლიდერები არსად წასვლას აპირებენ. გოგორიშვილის თქმით, ევროპულ საქართველოს წესების მიხედვით ვალდებულება აქვს, გადახედოს როგორც პარტიის სტრუქტურულ წყობას, ასევე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას.

გოგორიშვილის თქმით, ცვლილებებთან დაკავშრებით დაზუსტებული ინფომაცია საზოგადოებას რამდენიმე დღეში ეცოდინება.

"ცვლილებები არ არის პერსონალიებთან დაკავშირებული, ეს დაკავშირებულია იმ კონკრეტულ შედეგებთან, რომელიც დაიდო ამა თუ იმ რაიონში და აქედან გამომდინარე, იქნება მიღებული გადაწყვეტილებები რაიონული ორგანიზაციების თავჯდომარეებთან დაკავშირებით. რაც შეეხება პერსონალიებს და კონკრეტულად ლიდერების საკითხებს, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით არავინ არსად წასვლას არ აპირებს, რადგან მე ველაპარაკე მათ", - განაცხადა გოგორიშვილმა.

ევროპულ საქართველოში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გუშინ, 10 თებერვალს აღნიშნა, საზოგადოება ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს სამ დღეში შეიტყობს.


close დახურვა