სამ დღეში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავენ. ტრადიციული და კოსტუმირებული წვეულებებისა და სანახაობისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. რუმინელებმა კი ჰელოუინის მთავარი სიმბოლოს გოგრის ფესტივალი მოაწყეს.
იწყება მზადება 31 ოქტომბრისთვის - დღისთვის როდესაც მსოფლიოს დიდი ნაწილი ჰელოუინს აღნიშნავს მთავარი ატრიბუტით - მანათობელი ჯეკით. ბუქარესტში ფესტივალის მონაწილეები გოგრებს ჰელოუინისთვის ამზადებენ, ხოლო კიევში ზომბების კოსტუმირებული მსვლელობა გაიმართა.
ჰელოუინი კელტური წეს-ჩვეულებიდან იღებს სათავეს. ანგლიკანური ეკლესია 31 ოქტომბერს ყველა წმინდანის დღეს აღნიშნავს, ტრადიციის თანახმად გოგრას აძლევდნენ დემონის სახეს და სახლის წინ დებდნენ ავი სულების დასაფრთხობად. ტრადიციამ წვეულების სახე მიიღო და დღეს კოსტუმირებული სანახაობებით აღინიშნება.
ჰელოუინის დღესასწაულისთვის ბაზარზე ახალი ტრენდიც გამოჩნდა- კოსტუმები შინაური ცხოველებისთვის. შეერთებულ შტატებში სტატისტიკაც არსებობს. ჰელოუინს 172 მილიონი ამერიკელი აღნოიშნავს და აქედან 29 მილიონი დღესასწაულისთვის კოსტუმს საკუთარი ცხოველისთვისაც არჩევს.
ჰელოუინის დღესასწაულის მოახლოებას მიუძღვნა ნასამ მზის ახალი ფოტოს გამოქვეყნებაც. კოსმოსური სააგენტოს ობსერვატორიის მიერ გადაღებულ ფოტოზე გამოსულია ცეცხლოვანი ვარსკვლავი, რომელიც თავისი აქტიური წერტილების განლაგებით ჰელოუინის მთავარ სიმბოლოს-მანათობელ ჯეკს ჰგავს.