არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის გუნდი, როგორც ჩანს, მოთმინებას კარგავს, - გოიმების შემდეგ ძროხები - ასე მოიხსენია ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ლექსიკისა და სიძულვილის ენის გაკეთილშობილებას ცდილობენ "ქართული ოცნების" წევრები და ირწმუნებიან, რომ წყნარ ცხოველთან შედარებაში ცუდი არაფერია.
ოპოზიციის აზრით კი სიძულვილის ენის დანიშნულება ბიძინა ივანიშვილის წინაშე კეკლუცობაა. ყველაფერი კი საარჩევნო სიაში მოხვედრისთვის კეთდება.
მმართველ გუნდს არც კრიტიკული მედია დავიწყებია და ოპოზიციის შემდეგ ქართული ოცნების თავდასხმის ობიექტი დამოუკიდებელი მედია გახდა, რომელზეც ოცნება ფიქრობს რომ სიძულვილის ენის შემქმნელია.
არჩევნებამდე დრო სულ ცოტა რჩება, ოცნების ლექსიკა კი სულ უფრო მეტად მძიმდება. მთავარი კითხვა ისევ ისაა - ვინ მოხვდება 2020-ის ის სიაში?!