logo
ENG



გომელაური: ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ, ვფიქრობ გამოძიება მალე დასრულდება

11 აგვ 202011:53
3 წუთის საკითხავი
clock 639

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ფიქრობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება მალე დასრულდება.

გომელაურის თქმით, საჭიროების შემთხვევაში საქმეში FBI ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება.

"ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა ვფიქრობ, რომ მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, FBI ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ოჯახის წევრები საქმეში FBI-ს ჩართვას მოითხოვენ. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა