შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, 21 დღეში საქართველოში რუსეთის 30 439 მოქალაქე შემოვიდა, საიდანაც 12 000 ქვეყანაში დარჩა.
მისივე თქმით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში შემოსული 64 008 მოქალაქიდან საქართველოში 911 ადამიანი დარჩა.
"დღეს დაახლოებით 12 ათასი ადამიანი არ გასულა, ვინც შემოვიდა. გავლენ, ალბათ, გუდაურში არიან, ბაკურიანში არიან, ზოგი თბილისშია", - ამბობს გომელაური.
შს მინისტრის თქმით, ასევე გაზრდილია ბელარუსიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობაც.
"ბელარუსის მოქალაქეებიდან ბევრად მეტი მატებაა. 15 777 მოქალაქეა შემოსული ომიდან გუშინდელ დღემდე, როცა ანალოგიურ დროს 2019 წელს - 1 678. თითქმის 10-ჯერ მეტია ბელარუსის მოქალაქე", - ამბობს გომელაური.