logo
ENG



გომელაური ბადრი ესებუაზე: ქვეყანა არ დაუტოვებია, ვმუშაობთ მაქსიმალურად

28 იან 202121:05
3 წუთის საკითხავი
 
გომელაური ბადრი ესებუაზე: ქვეყანა არ დაუტოვებია, ვმუშაობთ მაქსიმალურად

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს, ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია.

მისივე თქმით, ესებუას დასაკავებლად უწყება ყველაფერს აკეთებს.

"რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყანაში არის ნამდვილად, ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და ვერ ვისაუბრებ, ვმუშაობთ მაქსიმალურად. ხაზი მინდა გავუსვა, ყველაზე მეტად ვისაც გვინდა ეს ადამიანი დავაკავოთ, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროა. ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა გომელაურმა. 

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. 

მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 4 დეკემბერს ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა. 


close დახურვა