შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მასსა და პრემიერმინისტრს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ვახტანგ გომელაურის თქმით, ის ეთანხმება გახარიას განცხადებას, ლევან იზორიას ძმის, კიტა იზორიას შესახებ. გომელაური მედიასაშუალებებს მისი ციტატის დამახინჯებაში ადანაშაულებს. მინისტრის თქმით, მას არასდროს უთქვამს, რომ კიტა იზორიას საქციელი კარგი იყო.
"არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგის შორის, ჩვენ მეგობრები ვართ უკვე წლებია. მე ჩემი აზრი მაქვს, მას თავისი. რაც თქვა ამ ადამიანმა იზორიაზე, მეც ვეთანხმები, ჩემი ნათქვამი კი შეატრიალეს, რადგან მე არ მითქვამს რომ სწორად მოიქცა ის ადამიანი",-აღნიშნა გომელაურმა.