logo
ENG



გომელაური ინკასატორის ძარცვაზე: ეს არაა ბანკში შევარდნა, გამოსტაცა ხელიდან, გაიქცა ადამიანი

22 ოქტ 202017:51
3 წუთის საკითხავი
 
bch6ghsiltw0ti5.jpg

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქობულეთში ინკასატორის გაძარცვა "ჩვეულებრივი ძარცვა" იყო და ასეთი რამ ხდება ხოლმე.

"უჩვეულო არ არის. გარეთ მოხდა ძარცვა, გამოსტაცა ხელიდან და გაიქცა ადამიანი. ეს არ არის ბანკში შევარდნა, მძევლების აყვანა. სულ სხვადასხვა რაღაც არის", - თქვა მან.

დღეს, 22 ოქტომბერს ქობულეთში საინკასაციო კომპანიის კერძო დაცვის თანამშრომელი გაძარცვეს. ძარცვა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა, ბანკში აცხადებენ, რომ მათი კუთვნილი ფული წაღებული არ არის. უცნობია თანხის ოდენობა.

შსს-ში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულიხსმობს. 


close დახურვა