logo
ENG



გომის მთაზე ადამიანი გაიყინა

12 მარ 202111:08
3 წუთის საკითხავი
 

გომის მთაზე ადამიანი გაიყინა. როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, შემთხვევის ადგილისკენ გასულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი.

როგორც სოფელ ბოხვაურში მერის წარმომადგენელი თეიმურაზ ჩავლეიშვილი აცხადებს, სულ გომის მთაზე 4 ადამიანი იმყოფებოდა. ჩავლეიშვილის თქმით, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.

"ოთხნი ყოფილან სანადიროდ წასულები. სავარაუდოდ, დასასვენებლად გაჩერდნენ და გაყინულან. 1 გარდაცვლილა და ორის მდგომარეობა მძიმეა. ვინც დარეკა, სავარაუდოდ, ყველაზე კარგად არის", - აცხადებს ჩავლეიშვილი.

მისი თქმით, მძიმე ტექნიკა გზას ათავისუფლებს და მათ უკან მიდიან მაშველები. მაშველები უკვე მიდიან, რადგან ადგილი, სადაც ახალგაზრდა გაიყინა, რთულად მისასვლელია.  


close დახურვა