გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე მაშველებმა იპოვეს - მათ ათ საათზე მეტხანს ეძებდნენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, მეტეოროლოგიური პირობების გამო სამაშველო ოპერაციის ჩატარება გართულდა: ვერ გამოიყენებოდა ვერტმფრენი, მაშველებს კი ორმეტრიან თოვლში ფეხით უწევდათ გადაადგილება.
გომის მთაზე ოთხი ადამიანის დაკარგვის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი - ერთი მათგანი გაყინული იპოვეს, ხოლო დანარჩენ სამს რამდენიმე საათს ეძებდნენ.