logo
ENG



გომის მთის განაშენიანების სადავო გეგმა

07 სექ 202220:39
3 წუთის საკითხავი
 

ოზურგეთის საკრებულოს სხდომის გაგრძელება გარკვეული დროით შეუძლებელი გახდა. სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა გომის მთის განაშენიანების გეგმის განხილვას მოჰყვა. ოპოზიციამ გაიხსენა 2020 წლის არჩევნების წინ წულუკიანის დაპირება- კერძო მესაკუთრეებს ხელს შეუწყობდნენ მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაერეგისტრირებინათ და შეძლებდნენ საკუთრების  განკარგვასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებას. დღეს ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ მოსახლეობა პროკურატურაში დაიბარეს და დააჯარიმეს. საკრებულოს სხდომაზე ხელისუფლება დაადანაშაულეს, რომ იკვეთება "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა და მათთან დაახლოებული პირების ინტერესები, რადგან მათი მხრიდან მიმდინარეობს რეკრეაციულ ზონაში მიწების მიტაცება, სხვები კი იჩაგრებიან. 


close დახურვა