logo
ENG



გომური:ექსპერტიზის კითხვა აბუჩად აგდებაა, მგონია, რომ დაზარალებულის სტატუსს არ მომცემენ

07 ნოე 201908:06
3 წუთის საკითხავი
 
3dwczqirib9te4o.jpg

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციის დროს თვალი დაკარგა, "ფორმულასთან" საუბარში ექსპერტიზის მიერ მისთვის გამოგზავნილ კითხვას ეხმაურება. გომური კითხვას ირონიულს უწოდებს და აცხადებს, რომ დაზარალებულის სტატუსის მიღების მოლოდინი არ აქვს. 

კითხვის შინაარსი მაკო გომურმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელდა. კერძოდ, გომურის ინფორმაციით, მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რაიმე პრობლემა იმ თვალზე, რომელიც "გავრილოვის ღამეს" დაკარგა. 

"დამიზიანდა თუ არა 20 ივნისს ჯანმრთელი თვალი, თუ მანამდეც მქონდა ამ თვალზე რაიმე სახის პრობლემა?! ეს იყო კითხვა. უბრალოდ სასაცილოა ეს და აბუჩად აგდება. ექსპერტიზის დასკვნას ვინ ამბობს, როდესაც ექსპერტიზა დაწყებულიც კი არ იყო. წესით 4 თვის განმავლობაში ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც ჩანს ახლა დაიწყო. ამ ყველაფრის ფონზე უფრო მეტი კითხვება მიჩნდება და ზოგჯერ მგონია, რომ არც მეორე ცდაზე მომცენ დაზარალებულის სტატუსი. სტატუსისთვის შეიძლება სტრასბურგის ჩართვაც გახდეს საჭირო", - განაცხადა მაკო გომურმა "ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში. 

 

 


close დახურვა