logo
ENG



გონჩარენკო: კადიროველები რუსი სამხედროების კოორდინატებს უკრაინელ მოხალისეებზე ყიდიან

27 მარ 202201:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/27/6chewn950qk9crl.jpg

რადას დეპუტატის ოლექსიე გონჩარენკოს განცხადებით, კადიროველები რუსი სამხედროების გადაადგილებაზე ინფორმაციას უკრაინელ მოხალისეებზე ყიდიან. 

როგორც გონჩარენკო წერს, 2-3 დღის წინ კიევის მახლობლად მტრის დაზვერვის ჯგუფი დამარცხდა, ხოლო ინფორმაცია და კოორდინატები რუს სამხედროებზე უკრაინელ მეომრებს მოხალისეებმა მიაწოდეს. 

"მარშრუტი დაემთხვა. მოხალისეები არ მალავენ, რომ მტრის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას კადიროველებისგან ყიდულობენ. ეს ქსელში შუამავლების დახმარებით ხდება. ერთი ოკუპანტის შესახებ ინფორმაცია და კოორდინატები 400 დოლარზე ნაკლებია, ხოლო თანხა ბიტკოინებში ირიცხება", - აღნიშნა დეპუტატმა. 


close დახურვა