logo
ENG



გონჩარენკო: უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა

29 ივნ 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
გონჩარენკო: უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა

უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ამბობს, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა.

სულ გათავისუფლებულია 144 სამხედრო ტყვე. 

ვინ არიან მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ, გონჩარენკოს ჯერჯერობით არ დაუწერია. 

რუსეთის ტყვეობაში, სულ მცირე, 1000 ჯარისკაცია, აზოვსტალში მებრძოლების ჩათვლით. 

ქალაქი მარიუპოლი რუსების ალყაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში მოექცა. ასობით მებრძოლმა და სამოქალაქო პირმა აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას შეაფარა თავი, რომლის აღებასაც რუსეთი არაერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა. 

აზოვის ფოლადის ქარხანას 3 თვის განმავლობაში აზოვის ბატალიონი და 36-ე ქვეითი ბრიგადა იცავდა. ეს ერთადერთი ადგილი იყო მარიუპოლში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებდა. რუსეთის არაერთი შეტევის შემდეგ, 21 მაისს, მარიუპოლის მცველებმა ბრძოლა შეწყვიტეს, ვინაიდან ბლოკადის და მუდმივი შეტევის პირობებში საომარი მოქმედებების გაგრძელება შეუძლებელი და უშედეგო იყო. 

ქარხანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო სამოქალაქო პირების ევაკუაცია პირველ მაისს დაიწყო. 16 მაისს უკრაინამ დაადასტურა, რომ აზოვსტალიდან მძიმედ დაჭრილი მებრძოლები გაიყვანეს, რომლებსაც მოგვიანებით რუს ტყვეებში გაცვლიან. მარიუპოლიდან გადაასვენეს 230 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი. 


close დახურვა