logo
ENG



გორაშვილი-ნაჭყებიას საქმე - იურისტები სახიფათო ცენზურაზე საუბრობენ

20 ოქტ 201919:23
3 წუთის საკითხავი
 
rifovvdqnp9e9tl.png

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ბუბა ნაჭყებია არ იზიარებს მოსამართლის გადაწვეტილებას, რის გამოც სააპელაციო სარჩელს ამზადებს. საუბარია ნაჭყებიას მიერ თსუ-ს დახურულ ფეისბუქ-ჯგუფში დაწერილ კომენტარზე, რომელშიც მან ლექტორს შეაგინა. ეს ქმედება სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად ჩათვალა და სტუდენტი კანონდამრღვევად ცნო. 

თავად ლექტორი, რომელმაც სტუდენტს უჩივლა, ამ დახურული ფეისბუქ-ჯგუფის წევრი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ განმარტა, რომ სოციალური ქსელი, მათ შორის დახურული ჯგუფი, საჯარო სივრცეა, გინებით კი სტუდენტმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

იურისტების ნაწილი ამბობს, რომ სასამართლომ გამოხატვის თავისუფლებისთვის სახიფათო პრეცედენტი დაუშვა. გიორგი გოცირიძის განმარტებით, მოსამართლე უფლებამოსილებას გასცდა და კანონმდებლის ფუნქცია შეითავსა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  მუხლი კი, რითაც მან იხელმძღვანელა, 1984 წელს შეიქმნა, მაშინ როცა ფეისბუქი საერთოდ არ არსებობდა.

იურისტებისთვის ასევე გაუგებარია, რატომ ჩათვალა სასამართლომ დახურულ ჯგუფში გაზიარებული აზრი ხულიგნობად და რაში გამოიხატა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

თავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი გორაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ სტუდენტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას გასცდა. 

ბუბა ნაჭყებია სააპელაციო სარჩელის შემდეგ, გეგმავს არასამთავრობო სექტორთან ერთად დავა საკონსტიტუციო სასამართლოშიც წამოიწყოს. 


close დახურვა