მსოფლიო პოლარიზებულია და მკაფიოდ უნდა ითქვას, შენ ხარ უკრაინასთან და ცივილიზებულ მსოფლიოსთან თუ ხარ პუტინთან. თუ პუტინთან ხარ - შენი შთამომავლობა დაგწყევლის იმიტომ, რომ პუტინი გახლავთ თანამედროვეობის ჰიტლერი. პუტინი კლავს უკრაინელ ბავშვებს, მშვიდობიან მოქალაქეებს. ეს არის ადამიანი, რომელმაც მიითვისა და დაიპყრო საქართველოს ნაწილი.
თუ კი საქართველოს მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს ჩაფიქრებული აქვს, რომ ითამაშოს რუსეთთან, პირჯვარი გადაიწეროს, რადგან ქართველი ხალხი გამოიყვანს მათ კაბინეტებიდან.