გორის შესასვლელთან, ავტობანზე ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. ავარია დღეს, 25 სექტემბრის საღამოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ფოტო: თამარ თედლიაშვილი