გორთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა "დაფი" სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).