საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სამხედრო ტექნიკის გადაზიდვისას დაზიანდა ვენტილატორი, რის გამოც გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.