logo
ENG



გორის თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ძალების თანამშრომელი გარდაიცვალა

28 ივლ 202218:05
3 წუთის საკითხავი
 

გორის თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ძალების თანამშრომელი გარდაიცვალა. საუბარია ლოჯისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელზე, რომელიც აკადემიაში ყოფნისას შეუძლოდ გახდა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ელგუჯა კედელაშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამედიცინო სამსახურის მიერ ადგილზე გაეწია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული, სამოქალაქო პირი ელგუჯა კედელაშვილი, შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანა გორმედის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელმაც გარდაცვალება დაადასტურა. პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო გულის უეცარი გაჩერება, ზუსტ მიზეზებს კი, შესაბამისი ექსპერტიზა ადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა