logo
ENG



გორის კლინიკაში მოწამვლის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი შეიყვანეს

05 ოქტ 202011:38
3 წუთის საკითხავი
 

გორში, სამედიცინო ცენტრ იავნანაში მოწამვლის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი შეიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას კლინიკაში დაუდასტურეს. 

მათი ცნობით, პაციენტები კლინიკაში თვითონ მივიდნენ. სავარაუდო მოწამვლის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. 

"კლინიკას მომართა 48 პაციენტმა, ძირითადად ერთი და იმავე ჩივილებით - გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, აღნიშნულ მოვლენებს მშობლები უკავშირებენ, სავარაუდოდ, საკვებს ან წყალს.

ამჟამად პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 16 პაციენტი, ხოლო 23 პაციენტს ემერჯენსის განყოფილებაში აღმოვუჩინეთ დახმარება და გაწერილი არიან ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომაროებაში", - აცხადებენ კლინიკაში. 


close დახურვა