logo
ENG



გორის მერი მოადგილეებზე: მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ორი მოადგილე გათავისუფლებულიყო

11 მაი 202114:23
3 წუთის საკითხავი
 

გორის მერის, კოსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მოადგილეები ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი სამსახურიდან თავად გაათავისუფლა.

როგორც გორის მერი აცხადებს, მისი მოადგილეები თანამშრომლებს გიორგი გახარიას გუნდში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

"ადამიანები, რომლებიც დღეს გათავისუფლდნენ ბოლო პერიოდში, გარკვეული დროის განმავლობაში ეწეოდნენ გარკვეული პიროვნების რეკლამირებას და მოუწოდებდნენ თანამშრომლებს, რომ გადასულიყვნენ მის მხარეზე. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გამოწვევა გვაქვს ქვეყანაში და მათ თავისი ეკეთებინათ, ისინი ამ საქმით იყვნენ დაკავებულები. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ორი მოადგილე გათავისუფლებულიყო",- აცხადებს გორის მერი.

დღეს, გორის მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები დატოვეს. ისინი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ. "ჩვენ გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად.

"ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ",- ამბობს ელიჯარაშვილი.

გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნება 14 აპრილს დატოვა. კერძოდ, მმართველი პარტია დატოვეს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ.

ისინი ექსპრემიერის პარტიას შეუერთდებიან, პარლამენტში კი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელეს.


close დახურვა