logo
ENG



გორის მერი სოციალურად დაუცველებს 50 თეთრით ეხმარება

31 მაი 202121:00
3 წუთის საკითხავი
 

არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო შეწყვეტილი სოციალური შემწეობა და 50-თეთრიანი დახმარება გორის მერისგან - 75 წლის ზამირა დუდუშვილი საკვებს ურნებში ეძებს. ეს მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დასუფთავების სამსახურში მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ფორმულამ  პრობლემებზე საპასუხოდ იმის დადგენა შეძლო, რომ სოციალურ სამსახურში განაცხადის შეტანის შემდეგ აგენტი ქალის ბედით დაინტერესდება. ზამირა დუდუშვილი წლებია დახმარებას ითხოვს, თუმცა ამ დრომდე გორის მერისგან მხოლოდ 50 თეთრი, მორალური შეურაცხყოფა და პირბადის ტარებაზე შენიშვნა მიიღო.


close დახურვა