logo
ENG



გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში 10 წლის გოგომ მუქარის შემცველი წერილი მიიღო

30 ოქტ 202312:36
3 წუთის საკითხავი
 

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ მუქარის წერილი მიიღო. 10 წლის გოგოს წერილი მერხზე დახვდა.

მოზარდს ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან და ფულს სთხოვენ. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. საკითხზე დაწყებულია გამოძიება.

"ფაქტი მოხდა ის, რომ დადებულ იქნა წერილები არასრულწლოვან ბავშვთან. ფაქტის აღმოჩენისთანავე მივმართეთ, რეაგირება გვქონდა შესაბამის უწყებასთან. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ეხება არასრულწლოვანებს. დანარჩენ დეტალებზე ინტერვიუს გაკეთების უფლებას ვერ მივცემ ჩემ თავს. აღმოვაჩინეთ ჩვენვე, სკოლაში და მივაწოდეთ ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურს", - აცხადებს ფორმულასთან საუბრისას სკოლის დირექტორი, ნინო ბიძინაშვილი.


close დახურვა