გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან კიდევ 30-მდე ადამიანი გაათავისუფლეს, მათ შორისაა ჰოსპიტლის დირექტორიც. არსებული ინფორმაციით, თანამშრომელთა ნაწილს კონტრაქტები არ გაუგრძელდა, ნაწილმა კი მხოლოდ გათავისუფლების ბრძანება მიიღო. მიზეზები მათთვის არავის განუმარტავს. ჰოსპიტლის უკვე ყოფილი დირექტორი ირწმუნება, რომ წასვლა თავად ითხოვა. ისიც და სხვა თანამშრომლებიც პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავენ, თუმცა ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ სწორედ ის თანამშრომლები გაათავისუფლეს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალში ყოფნისას დაბადების დღე მიულოცეს. სამხედრო სამედიცინო დაწესებულებას დროებით ექიმი შალვა მაღლაკელკიძე უხელმძღვანელებს.
გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან კიდევ 30 ადამიანი გაათავისუფლეს
15 იან 202219:57
3 წუთის საკითხავი