logo
ENG



გორის სოფელ ზარდიაანთკარში მდგომარეობა ისევ ისეთია, როგორიც 2008 წლის ომის შემდეგ იყო

03 სექ 202213:58
3 წუთის საკითხავი
clock 760

გორის სოფელ ზარდიაანთკარში მდგომარეობა ისევ ისეთია, როგორიც 2008 წლის ომის შემდეგ იყო. 

მიუხედავად მედიის მიერ სოფლის პრობლემების არაერთხელ გაშუქებისა, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები პრობლემებად რჩება. 

საცხოვრებელი სახლები გადამწვარი და დაზიანებულია და დაპირების მიუხედავად, მათი რეაბილიტაცია არ მომხდარა. 

ბოლო დაპირება 2020 წელს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა, როცა თქვა, რომ სახლების აღდგენა მოხდებოდა, თუმცა, სახლების რეაბილიტაციის პროცესი დღემდე არ დაწყებულა. 2022 წელს არც გორის მუნიციპალიტეტის და არც ცენტრალურ ბიუჯეტში, ზარდიაანთკარში სახლების რეაბილიტაციისთვის თანხა არ არის გათვალისწინებული.

დღეს, 3 სექტემბერს სოფელში ერთ-ერთი სახლის ღობეზე ფოტოები გამოფინეს, რომლებიც ზარდიაანთკარებელის პრობლემებს ასახავს. 

შეიკრიბნენ ადგილობრივები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. ადგილზე ჩავიდნენ ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, ასევე, სტრატეგია აღმაშენებლის წევრი თეონა აქუბარდია. 

მავთულხლართები დღეს სოფელს შუაზე ჰყოფს, სოფლის შესასვლელში და შუაში ქართული საგუშაგოა განთავსებული


close დახურვა