გორის ცენტრალურ ნაძვის ხეზე მოკლე ჩართვა მოხდა, რის შედეგადაც ერთერთი სათამაშო დაზიანდა, - ამის შესახებ ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტეს, ადგილზე 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.