logo
ENG



გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ რუსეთის უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა

24 ივლ 202319:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/24/xdbnp3duatdlv71.png

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ რუსეთის სვიატო-ტიხონოვსკის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა. შესაბამის ინფორმაციას თავად უნივერსიტეტი აქვეყნებს.

დისერტაციის თემა იყო "ვაჰანის ქვაბები - ადგილი და მნიშვნელობა ძველქართულ სამონასტრო ტრადიციაში".

რუსეთის უნივერსიტეტის საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მიტროპოლიტისთვის სამეცნიერო ხარისხის - ღვთისმეტყველების კანდიდატის მინიჭებას. გარდა ამისა, გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მათ იმედი გამოთქვეს, რომ მისი ნამუშევარი მალე ქართულ ენაზეც ითარგმნება.

რაც შეეხება ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელებს, ისინი იყვნენ: ზოგადი და რუსული ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი მღვდელი ალექსანდრე შჩელკაჩოვი და თეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი პეტრ იურიევიჩ მალკოვი.

დოკუმენტი 14 ივლისით თარიღდება. 


close დახურვა