გორში, ბიზნესმენ ვაჟა ბერიანიძეს მანქანა დაუწვეს. ფაქტი ბიზნესმენის საცხოვრებელთან სახლთან, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით ბიზნესმენს ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან დაპირისპირება მოუვიდა - კერძოდ, ისინი ბერიანიძეს ე.წ. დაკრიშვას სთავაზობდნენ, სანაცვლოდ კი მისგან ბიზნესში წილებს ითხოვდნენ, თუმცა უარი მიიღეს.
ამ დროისთვის ავტომობილი საპატრულო პოლიციის საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.