logo
ENG



გორში, ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა

04 ივნ 202007:44
3 წუთის საკითხავი
 

ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე დაზიანდა მსუბუქი ავტომობილი. ინციდენტი სტალინის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ სახურავის დარჩენილი ნაწილი, რისი გადმოვარდნის საშიშროებაც არსებობდა, მოიხსნა და დროებითი სახურავით ჩანაცვლდა. დღეს მერიაში მშენებელი კომპანიის დირექტორს ელოდებიან.

მერიის პრესსამსახურის წინასწარი ინფორმაციით, სახურავის საგარანტიო ვადა ჯერ არ გასულა და კომპანიას მისი ხელახლა გაკეთება მოუწევს. ქარმა პრობლემები ქალაქის სხვა ადგილებშიც შექმნა. ჩოჩიშვილის ქუჩაზე მოტეხილმა ხემ ავტომობილი დააზიანა. 


close დახურვა