გორში 24 წლის კაცი ოჯახის წევრ არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და მის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, მას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 126-ე მუხლებით ედავებიან, რაც 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებასა და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
„ზ.მ.-ს ბრალდება 5 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პატრიოტთა ალიანსის გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია.