logo
ENG



გორში აქტივისტი იოსებ ბაბაევი დააკავეს

05 ივნ 202402:14
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორში სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი დააკავა. დაკავება, სავარაუდოდ, უკანონო იარაღის საკითხს უკავშირდება.

როგორც ფორმულასთვის გახდა ცნობილი, იოსებ ბაბაევის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა სუს-ის თანამშრომლებმა იარაღი ვერ აღმოაჩინეს.

იოსებ ბაბაევი აქტიურად მონაწილეობს რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში. ოჯახის წევრები და ახლობლები მის დაკავებას სწორედ ამას უკავშირებენ.

ფორმულა დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 


close დახურვა