გორში, ვოლოგდის დასახლებაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეა.
კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.