გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.